"რეგულაციები უნდა შემუშავდეს", - კლოპი ფეხბურთელების საუდის არაბეთში გადასვლაზე
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საუდის არაბეთის კლუბები ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებს ყიდულობენ და დიდ თანხებს უხდიან.
ამას "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ეხმაურება და აცხადებს, რომ რეგულაციებია შესამუშავებელი.
"არაბების აქტიურობის შედეგად მოხდა ისე, რომ ფეხბურთელების ყიდვა და მათთან შეთანხმების მიღწევა გვიჭირს.
არავინ ამბობს, რომ სულ პრემიერ ლიგას ან ბუნდესლიგას უნდა უყუროს, პირიქით, სხვა ლიგების მაღლა ასვა მისასალმებელია, თუმცა მათ უდიდესი ფული აქვთ და ეს პრივილეგიაა.
ვფიქრობ, ევროპული ფეხბურთის გადასარჩენად, რეგულაციები უნდა შემუშავდეს", - განაცხადა კლოპმა.