ავტორიზაცია

ლასლო ბოლონი: "მეშინია, რომ მიქაუტაძის გაშვება მოგვიწევს, თუ ეს მოხდება, ჩემი სულის ნაწილსაც წაიღებს"

ლასლო ბოლონი: "მეშინია, რომ მიქაუტაძის გაშვება მოგვიწევს, თუ ეს მოხდება, ჩემი სულის ნაწილსაც წაიღებს"
თარიღი 19 Aug 2023, 11:21
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "მეცი" საკუთარ მოედანზე "მარსელს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელი გუნდის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. 

22 წლის ფორვარდმა 71-ე წუთზე ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ "მეცის" მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ქართველი ფორვარდის წასვლა არ გამორიცხა.

"მაზიზი და მიქაუტაძე გასულ სეზონში იდეალურები იყვნენ. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ ნაწილობრივ მათი ნიჭის წყალობით. 

მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. მეშინია, რომ მისი გაშვება მოგვიწევს, თუ ეს მოხდება, ჩემი სულის ნაწილსაც წაიღებს, რაც ყოველთვის ცოტა მტკივნეულია. ", - თქვა ბოლონიმ.