ავტორიზაცია

პსჟ-მ კოლო-მუანთან კონტრაქტის პირობებზე სრულ შეთანხმებას მიაღწია

პსჟ-მ კოლო-მუანთან კონტრაქტის პირობებზე სრულ შეთანხმებას მიაღწია
თარიღი 19 აგვ 2023, 15:28
ფრანგულმა "პსჟ"-მ სრულად შეათანხმა კონტრაქტის პირადი პირობები ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელ რანდალ კოლო-მუანთან. 

ჟურნალისტ სანტი აუნას ინფორმაციით, ფრანგის ტრანსფერით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან, მაგრამ კოლო-მუანს "პსჟ"-ში წასვლა სურს.

კოლო-მუანმა ფრანკფურტის "აინტრახტში" სადებიუტო სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.