ბელინგემის მადრიდული კარიერის საოცარი სტარტი - 3 გოლი და 1 ასისტი 2 მატჩში

ჯუდ ბელინგემი მადრიდულ კარიერას დიდებულად იწყებს.
დღეს 20 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა „ალმერიას“ კარში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 3:1 იმარჯვა.
იქამდე, ბელინგემმა ლა ლიგის პირველ ტურში „ბილბაოს“ (2:0) გაუტანა თავისი სადებიუტო გოლი.
ინგლისელს „რეალის“ მაისურით უკვე 2 ოფიციალური მატჩი დაუგროვდა, რომელშიც მან 4 საგოლე კონტრიბუციაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ბელინგემი „დორტმუნდიდან“ 103+31 მილიონ ევროდ ამ ზაფხულს შეიძინა.