[EXCLUSIVE] გია გეგუჩაძემ დინამო ბათუმს გუნდიდან წასვლის შესახებ ამცნო
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "დინამო ბათუმი" "სამტრედიას" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
აჭარული კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში სათანადოდ ვერ თამაშობდა და ახლოს იყო წაგებასთან, თუმცა გოლი 97-ე წუთზე გაიტანა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ამ წარუმატებელი მატჩის შემდეგ, გია გეგუჩაძემ გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის გასახდელში შევიდა და გუნდს წასვლაზე ამცნო, დანარჩენი კლუბის გადაწყვეტილებაა.
თუ ხელმძღვანელობა გეგუჩაძის გადაწყვეტილებას დააკმაყოფილებს, კლუბის მის წასვლა ოფიციალურად უახლოეს მომავალში დაადასტურებს.