ავტორიზაცია

გიორგი კვერნაძე გახდა მეხუთე ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც იტალიის სერია A-ში უთამაშია

გიორგი კვერნაძე გახდა მეხუთე ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც იტალიის სერია A-ში უთამაშია
თარიღი 20 Aug 2023, 09:37
გუშინ, "ფროზინონეს" შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის დებიუტი შედგა. 

20 წლის გარემარბი "ნაპოლის" წინააღმდეგ შეხვედრაში ცვლილებიდან ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ კვერნაძე გახდა, მეხუთე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის სერია A-ში უთამაშია.

აქამდე იტალიის რანგით უმაღლეს დივიზიონში შემდეგ ფეხბურთელებს უთამაშიათ:  კახა კალაძე (247 მატჩი 13 გოლი და 16 საგოლე გადაცემა). ლევან მჭედლიძე (75 მატჩი 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა). ხვიჩა კვარაცხელია (34 მატჩი 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემა). ლუკა ლოჩოშვილი (25 მატჩი ერთი გოლი 2 საგოლე პასი).