მიქაუტაძე გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი გაიტანა
პარასკევს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში გიორგი მიქუატაძემ "მარსელის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა.
ეს გოლი 22 წლის ფორვარდისთვის სადებიუტო იყო საფრანგეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში.
მიქაუტაძე მეორე ქართველი მოთამაშე გახდა, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა.
პირველი მოთამაშე გია გურული გახლდათ, რომელმაც "ლე ავრის" შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 12 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ში კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელს ჯაბა კანკავას და გიორგი მაკარიძეს უთამაშიათ.