შეთანხმება შედგა: ლაპორტი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ესპანელი მცველი აიმერიკ ლაპორტი მანჩესტერ "სიტიდან" კარიერას "ალ-ნასრში" გააგრძელებს.
როგორც ჟურნალისტი სანტი აუნა სოციალურ ქსელში იუწყება, კვირას 29 წლის ფეხბურთელმა ტრანსფერზე ოფიციალური თანხმობა განაცხადა. კლუბები შორის შეთანხმება უკვე არსებობს.
წყაროს ცნობით, ლაპორტი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ალ-ნასრში" ფეხბურთელი წელიწადში დაახლოებით 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
წყაროს ცნობით, ლაპორტი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ალ-ნასრში" ფეხბურთელი წელიწადში დაახლოებით 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.