ავტორიზაცია

"უფრო ადრე უნდა გაგვეტანა", - ხავი პირველი მოგების შემდეგ

"უფრო ადრე უნდა გაგვეტანა", - ხავი პირველი მოგების შემდეგ
თარიღი 21 აგვ 2023, 00:37
ლა ლიგის მეორე ტურში "ბარსელონა" "კადისს" დაუპირისპირდა, 2:0 გაიმარჯვა და სეზონის პირველი მატჩი მოიგო.

მატჩის შემდეგ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა.

"ვფიქრობ, გოლი უფრო ადრე უნდა გაგვეტანა, რადგან პირველ ტაიმში ბევრი რეალური მომენტი შევქმენით.

საბოლოო ჯამში, მოთმინებამ შედეგი გამოიღო და მაინც გავიმარჯვეთ. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ", - განაცხადა ხავიმ.