ტერ შტეგენის ბრწყინვალე შედეგი ბარსელონაში

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" შინ "კადისს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა კატალონიელთა მეკარემ მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა, რომელმაც გოლი არ გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო საშინაო მატჩებში ტერ შტეგენს საოცარი შედეგი აქვს დაფიქსირებული.
კერძოდ, გასული სეზონიდან მოყოლებული, კამპ ნოუზე 38 დარტყმული ბურთიდან 35 მოგერიებული აქვს და მხოლოდ 3 გოლი აქვს გაშვებული.