პსჟ კოლო მუანის თაობაზე ახალ შეთავაზებას ამზადებს
საფრანგეთის ნაკრებისა და ფრანკფურტის "აინტრახტის" ფორვარდი რანდალ კოლო-მუანი კვლავ "პსჟ"-ს ინტერესების სფეროშია.
Lequipe-ის ინფორმაციით, ფრანგული გუნდი 24 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში აპირებს.
Lequipe-ის ინფორმაციით, ფრანგული გუნდი 24 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში აპირებს.
აქამდე პარიზელები ფეხბურთელისთვის 70 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. ლიგა 1-ის ჩემპიონები კოლო-მუანის ტრანსფერზე ახალ წინადადებას ამზადებენ.
გასულ სეზონში 24 წლის თავდამსხმელმა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გასულ სეზონში 24 წლის თავდამსხმელმა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.