ავტორიზაცია

Il Mattino: კვარაცხელია ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ საგრძნობლად მაღალ ხელფასს ითხოვს

Il Mattino: კვარაცხელია ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ საგრძნობლად მაღალ ხელფასს ითხოვს
თარიღი 21 აგვ 2023, 16:01
"ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი აქტუალური საკითხია.

Il Mattino-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონისგან ახალი კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ ხელფასის მკვეთრ მატებას ითხოვს.

როგორც ნეაპოლურ გუნდთან დაახოებული გამოცემა წერს, კვარაცხელიას წარმომადგენლები ახალი კონტრაქტის მიხედვით სეზონში 5 მილიონ ევროს მოითხოვენ. 

ამჟამად, კვარაცხელიას ანაზღაურება "ნაპოლიში" 1.2 მილიონი ევროა.