გრინვუდი: "არ ჩამიდენია რაშიც მადანაშაულებენ, მაგრამ წასვლა საუკეთესო გამოსავალია"
მეისონ გრინვუდი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც დღეს კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, მიუხედავად გრინვუდის უდანაშაულობისა, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ფეხბურთელისთვის, კარიერის რეანიმირებისთვის, წასვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვხვდები, ხალხი ჩემზე იმაზე დაყრდნობით ილაპარაკებს, რაც სოციალურ ქსელში ნახეს და მოისმინეს.
მე არ ჩამიდენია ის, რაშიც მადანაშაულებდნენ და თებერვალში ყველანაირი ბრალდება ჩამეხსნა. თუმცა, მე ბოლომდე ვაცნობიერებ, რომ შეცდომები დავუშვი და პასუხისმგებლობაც მეც ვიღებ იმ სიტუაციებზე, რომლებმაც სოციალურ ქსელში შესაბამისი პოსტების გამოქვეყნება გამოიწვია.
დღეს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად განშორების გადაწყვეტილება მივიღეთ. საუკეთესო გამოსავალიც სწორედ ეს იქნება, იმიტომ რომ „ოლდ ტრაფორდისგან“ მოშორებით ყოფნა გულისხმობს იმას, რომ კლუბის ყურადღება არ გაიფანტება.“, - აღნიშნა გრინვუდმა.