ავტორიზაცია

არსენალმა მაგალაეშის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

არსენალმა მაგალაეშის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 22 აგვ 2023, 10:05
"არსენალი" არ არის დაინტერესებული ბრაზილიელი მცველის გაბრიელ მაგალაეშის გაყიდვით. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება.

25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს საუდის "ალ-იტიჰადი" იჩენს. 

"მეთოფეებს" თავის მხრივ ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ და მოლაპარაკებებში შესვლას არ აპირებენ. 

პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მაგალაეშმა "არსენალის" რიგებში 38 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.