ფელიქსის ბარსელონაში ტრანსფერის შანსები მინიმალურია - ამის მიზეზი შესაძლოა ანსუ ფატი გახდეს

ჟოაო ფელიქსის „ბარსელონაში“ ტრანსფერის ალბათობა ამ ეტაპზე მინიმალურია.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელს „ატლეტიკოდან“ სწორედ „ბარსაში“ სურს გადასვლა, ტრანსფერი ალბათ არ შედგება.
Marca-ს ინფორმაციით, ხავის მიაჩნია, რომ მის გუნდში შეტევა საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული. სამ პოზიციაზე მას ექვსი შემტევი ჰყავს: რობერტ ლევადნოვსკი, რაფინია, ანსუ ფატი, ფერან ტორესი, ლამინ იამალი და აბდე ეზალზული.
გარდა ამისა, გუნდს იანვარში ბრაზილიელი შემტევი ვიტორ როკეც შეუერთდება.
ფელიქსი „ბარსელონაში“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ რომელიმე შემტევი გუნდს დატოვებს. ეს შეიძლება ფატი ყოფილიყო, მაგრამ ესპანელს წასვლა არ უნდა. თუ არავინ წავა, ფელიქსის „ბარსაში“ გადასვლის შანსი პრაქტიკულად ნულს უდრის.