მბაპე მესამეა - ვინ იქნება პსჟ-ს კაპიტანი ამ სეზონში?

ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, "პსჟ"-ში ფეხბურთელებს შორის ჩატარდა ფარული კენჭისყრა, სადაც გუნდის კაპტანი აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონში პარიზელთა კაპიტანი კვლავ ბრაზილიელი მცველი მარკინიოსი იქნება.
გამოკითხვის შედეგად, გუნდის ლიდერი კილიან მბაპე მესამე ვიცე-კაპიტანი იქნება, მეორე კი დანილო პერეირა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მბაპე წელს "პსჟ"-ს არ დატოვებს.