ინტერმა ბაიერნის ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა
მიუნხენის "ბაიერნის" მცველის, ბენჟამინ პავარდის "ინტერში" ტრანსფერი შეთანხმებულია.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.
"ნერაძური" ფეხბურთელის ტრანსფერში 30 მილიონ ევროს გადაიხდის. გარიგებაში ასევე შედის ბონუსები რამდენიმე მილიონის ევროს ოდენობით.
პავარი მიუნხენური გრანდის შემადგენლობაში 2019 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში 27 წლის მცველმა "ბაიერნის" შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.