მბაპე პსჟ-ს კაპიტნის არჩევნებში საუკეთესო სამეულშიც ვერ მოხვდა

"პსჟ"-მ გუნდის კაპიტნის არჩევაზე კენჭისყრა გამართა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მბაპე "პსჟ"-ს პირველ გუნდში აღადგინეს.
RMC Sport-ის ცნობით, პირველი ადგილი ბრაზილიელ მცველ მარკინიოსს ერგო, რომელსაც ბოლო წლებში სამკლაური ეკეთა.
ხმების რაოდენობით მეორე იყო დანილო პერეირა, მესამეზე კი პრესნელ კიმპემბე გავიდა.
ვარსკვლავურმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ, რომელსაც მადრიდის "რეალს" აქტიურად უკავშირებენ, კენჭისყრაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მბაპე "პსჟ"-ს პირველ გუნდში აღადგინეს.