ანჩელოტი: "ბელგინგემის ასეთი თამაში არ მიკვირს, მე სხვა რამ უფრო მიკვირს"
ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი მადრიდის "რეალს" კარგად შეეწყო და ლა ლიგის გასულ ორ ტურში გამორჩეული იყო.
ბელინგემის მაღალი დონის მატჩებს სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ეხმაურება.
"ბელინგემი ძალიან კარგი ბიჭია, უდიდესი ტალანტი აქვს და დავინახეთ, რომ მან ბენზემას არყოფნა კარგად შეავსო.
მისი ასეთი თამაში საერთოდ არ მიკვირს, მე ის უფრო მიკვირს, როგორ ახერხებს ამას 20 წლის ასაკში", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსებევთ, რომ "რეალმა" ბელგინგემი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "დორტმუნდიდან" იყიდა.