ალ-იტიჰადი მზადაა სალაჰს წელიწადში 80 მილიონი ევრო გადაუხადოს
"ალ-იტიჰადი" "ლივერპულის" ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთის კლუბი მზადაა "მერსესაიდელებს" ეგვიპტელი ფეხბურთელისთვის 90 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზოს.
მოჰამედ სალაჰმა "ლივერპულის" შემადგენლობაში 307 მატჩში 187 გოლი გაიტანა და 80 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთის კლუბი მზადაა "მერსესაიდელებს" ეგვიპტელი ფეხბურთელისთვის 90 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზოს.
ინსაიდერის ნიკოლო სკირას თქმით, "ალ-იტიჰადმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "ლივერპულთან" და მზადაა მოთამაშეს სამწლიანი კონტრაქტი წლიური 80 მილიონი ევროს ანაზღაურებით შესთავაზოს.
მოჰამედ სალაჰმა "ლივერპულის" შემადგენლობაში 307 მატჩში 187 გოლი გაიტანა და 80 საგოლე გადაცემა გააკეთა.