ბერნარდო სილვამ საუდის არაბეთში გადასვლასა და წელიწადში 88 მილიონ ევროზე უარი თქვა
საუდის არაბეთის "ალ-ჰილალმა" მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 88 მილიონი ევროს ოდენობის კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა The Athletic წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერნარდომ საბოლოოდ უარყო "ალ-ჰილალის" შეთავაზება და გადაწყვიტა ევროპაში დარჩენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერნარდომ საბოლოოდ უარყო "ალ-ჰილალის" შეთავაზება და გადაწყვიტა ევროპაში დარჩენა.
პორტუგალიელმა "ბარსელონაში" გადასვლის შესაძლებლობა განიხილა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ტრანსფერის შეთანხმება რთული ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.
აქედან გამომდინარე, სილვამ მანჩესტერ "სიტისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.