ოფიციალურად: ლაპორტი ალ-ნასრის ფეხბურთელია

ესპანელი მცველი აიმერიკ ლაპორტი კარიერას მანჩესტერ "სიტიდან" "ალ-ნასრში" გააგრძელებს.
29 წლის ფეხბურთელის საუდის არაბეთის კლუბში წასვლის შესახებ "ქალაქელების" ოფიციალური საიტი იუწყება.
მცველი პრემიერ ლიგის კლუბში 5 წელიწადნახევარი თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში 180 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.