თბილისშიც ვერ ჩამოვა - ბარსელონამ პედრი 4-6 კვირით დაკარგა

„ბარსელონას“ ესპანელმა ნახევარმცველმა, პედრიმ, მორიგი დაზიანება მიიღო.
ნახევარმცველმა, რომელმაც „კადისთან“ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა, მორიგი ტრავმა მიიღო და Cope-ს ინფორმაციით, შესაძლოა ექვს კვირამდე გაუცდეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელს კვადრიცეფსის პრობლემა აწუხებს, რომლისგან მომჯობინებას 4-6 კვირა სჭირდება ხოლმე.
გადაწყვეტილია, რომ პედრი სექტემბრის სანაკრებო პაუზას გამოტოვებს, შესაბამისად საქართველოსთან 8 სექტემბერს თბილისში გასამართ შეხვედრაში, ესპანეთის ეროვნულ გუნდს ერთ-ერთი საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება.