დაჯილდოვებისას ფეხბურთელის ტუჩებში კოცნის გამო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხვალ გადადგება
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი, ხვალ თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას გააკეთებს.
კვირას, 20 აგვისტოს, ესპანეთის და ინგლისის ნაკრებებს შორის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გამარჯვება „ფურია როხას“ დარჩა ანგარიშით 1:0.
მატჩის შემდეგ, დაჯილდოვებისას, გახარებულმა ფედერაციის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ფეხბურთელს ტუჩებში აკოცა, რამაც პრესაში დიდი ხმაური და რუბიალესის კრიტიკა გამოიწვია. საკუთარი მოსაზრება „რეალის“ ექს-ფეხბურთელმა ისკომაც გამოთქვა, რომლის თქმითაც, ეს მიუღებელია.
ამის გამო, როგორც ავტორიტეტული ესპანური წყაროები წერენ, რუბიალესი ხვალ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის განცხადებას გააკეთებს.