ტოკო-ეკამბი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

თავდამსხმელი კარლ ტოკო-ეკამბი "ლიონიდან" "აბჰაში" გადავიდა.
30 წლის კამერუნელმა საუდის არაბეთის კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტრანსფერის თანხა 2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ასევე, 500 ათასის გადახდა შესაძლებელია ბონუსების სახით.
ტრანსფერის თანხა 2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ასევე, 500 ათასის გადახდა შესაძლებელია ბონუსების სახით.
ტოკო-ეკამბი "ლიონში" 2020 წელს გადავიდა. მან ამ ხნის განმავლობაში 114 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.