საბა საზონოვმა ბერძნულ კლუბში გადასვლაზე უარი თქვა
რუსული მედიის ინფორმაციით, საბა საზონოვმა ბერძნული "აეკ"-ის შეთავაზება უარყო, რომელიც წელიწადში 1 მილიონი ევროს ოდენობით ანაზღაურებას გულისხმობდა.
ამის შესახებ Legalbet-ის ჟურნალისტი ანარ იბრაგიმოვი იტყობინება.
წყაროს ცნობით, ბერძნულმა კლუბმა ფეხბურთელს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
საზონოვი მოსკოვის "დინამოში" 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. მცველმა კლუბის მაისურით 43 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ფეხბურთელის კონტრაქტი მოსკოვურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.