ავტორიზაცია

"გადადგომას არ ვაპირებ, კოცნა შეთანხმებით მოხდა", - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

"გადადგომას არ ვაპირებ, კოცნა შეთანხმებით მოხდა", - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
თარიღი 25 აგვ 2023, 17:57
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, ესპანელ ქალ ფეხბურთელთან კოცნის გამო ახსნა-განმარტება გააკეთა.

იწერებოდა, რომ ფუნქციონერი თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, თუმცა მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეს უარყო.

„მინდა, ემოციური ტალღის თაობაზე განმარტება გავაკეთო. ეს ემოციების მოზღვავება უფრო იყო, ვიდრე კოცნა. ფეხბურთელის კოცნის სურვილი ისეთივე იყო, როგორიც, მაგალითად, ჩემი შვილის იქნებდა და არა ჩემი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

მოვიდა დრო, რაღაც ვთქვა. შევცდი, ჩემი ჟესტი უდროო დროს იყო განხორციელებული, მაგრამ გადადგომას არ ვაპირებ.

არ წავალ, არ ვაპირე ბ გადადგომას, რა გავაკეთე? მხოლოდ მცირე კოცნა საკმარისია, რომ მომაშოროტ? არა, მე ბოლომდე ვიბრძოლებ.

ყველაფერი სპონტანურად, მაგრამ ურთიერთშეთანხმებით მოხდა, დიახ, შეთანხმებით. დიდებული ურთიერთობა მაქვს ფეხბურთელებთან ამ ჩემპიონატის დროსაც გვქონდა თბილი ეპიზოდები.

იმ მომენტში, როცა ჩემწინ ჯენი გადიოდა, ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ და წამომწია. მან მითხრა, რომ დიდებული ვარ, რაზეც ვკითხე: "კოცნა?" შემდეგ კი, ყველაფერი მოხდა.

ჩემ მიმართ გაკეთებული განცხადებების აზრს ვერ ვხვდები, არავინ ცდილობს სამართლიანობის აღდგენას, უბრალოდ სოციალურ მკვლელობას განახორცვიელებენ. 

ცრუფემინიზმი სიმართლეს არ ეძებს, ის ეძებს, როგორ წამოიცვას მედალი, საკუთარ წარმატებებზე ფიქრობს, მათთვის ხალხი უმნიშვნელოა." - აღნიშნა რუბიალესმა.