მამარდაშვილის ბაიერნში ტრანსფერი გამოირიცხა - რეკორდმაისტერმა სხვა მეკარე იყიდა

დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა, რომ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებოდა.
თუმცა სამწუხაროდ, ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან რეკორდმაისტერმა სხვა მეკარე დაიმატა და შეთანხმებას უკვე მიაღწია.
ებრაელი მეკარე დანიელ ჰერეცი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს და გუნდთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააგრძელებს.
23 წლის კიპერის სანაცვლოდ თელავივის "მაკაბი" 5 მილიონ ევროს მიიღებს. ისრაელის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჰერეცმა "მაკაბის" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა.