ავტორიზაცია

"რეალობა ესაა, სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება", - მოურინიოს კომენტარი

"რეალობა ესაა, სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება", - მოურინიოს კომენტარი
თარიღი 25 აგვ 2023, 23:08
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის სატრანსფერო გეგმები განიხილა.

"გასულ წელს დიბალა გავიფორმეთ, რადგან ხალხს მისი ფორმის დაბრუნებაში ეჭვი ეპარებოდა. ჩვენ ვერ წავალთ და ვერ მოვიყვანთ ისეთ მოთამაშეს, ვინც ტოპ გუნდში თამაშობს და ბრწყინავს.

რეალობა ასეთია - გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები, ვინც ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ჩავარდნა ჰქონდათ, ჩვენ კი მათი დაბრუნება შეგვიძლია, როგორც ეს დიბალას შემთხვევაში მოხდა.

ასეა რენატო სანჩესზეც. მას რომ ტრავმები არ ჰქონოდა, ახლა რომაში კი არ იქნებოდა, პსჟ-ს უპირობო ლიდერი გახდებოდა", - განაცხადა მოურინიომ.