მოლაპარაკებები დაწყებულია - ვინ შეცვლის დემჩენკოს დილაში?
რამდენიმე დღის წინ, უკრაინელმა სპეციალისტმა ანდრეი დემჩენკომ გორის "დილა" დატოვა და "დინამო ბათუმის" მთავარი მწვრთნელი გახდა.
წინასწარი ინფორმაციით, სეზონის ბოლომდე გუნდს დემჩენკოს ასისტენტი, ირაკლი მოდებაძე უხელმძღვანელებს.
თუმცა GOAL.GE-ს ინფორმაციით, "დილა" აქტიურ მოლაპარალებებს აწარმოებს კახა ჩხეტიანთან და თუ შეთანხმება შედგა, ახალი სეზონიდან ჩხეტიანი გორელთა მწვრთნელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ჩხეტიანი ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" თავკაცი იყო. 2017 წელს მან იმერული გუნდი ჩემპიონიც გახადა.
რაც შეეხება მოდებაძეს, მან მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი უკვე გამართა და "შუქურას" 5:1 მოუგო.