ისტორიული გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე! - საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდე მარტივად დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფის პირველი მატჩი ჩაატარა.
ილიას ზუროსის გუნდმა F ჯგუფის პირველი ტურის მატჩში კაბო ვერდეს დაუპირისპირდა და 80:65 დაამარცხა.
საწყისი მღელვარების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა მოიპოვა და გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.
ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი (16) ქულა თორნიკე შენგელიამ ჩააგდო. ასევე აღსანიშნავია, რომ ორმაგი დუბლით გამოირჩა გოგა ბითაძე, რომელმაც აქტივში 15 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა.
საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 28 აგვისტოს სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.