გიგაშოუ დაბრუნდა! ჭიკაძემ UFC-ში დაბრუნება ამერიკელი მეტოქის დამარცხებით აღნიშნა

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ, წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.
ჭიკაძემ მსაჯების გადაწყვეტილებით ამერიკელი მეტოქე ალექს კასერესი დაამარცხა.
ბრძოლა სამივე რაუნდზე გაიწელა და ქართველმა გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა.