არსენალმა ეპლ-ში პირველი ქულები დაკარგა, მანჩესტერმა კი მატჩი 0:2-დან შემოატრიალა

პრემიერ ლიგის მე-3 ტურში ინგლისის ვიცე-ჩემპიონმა, „არსენალმა“ პირველი ქულები დაკარგა.
მიკელ არტეტას გუნდი საკუთარ კედლებში „ფულემს“ დაუპირისპირდა და ფრე 2:2 ითამაშა.
სტუმრები 1-ვე წუთზე პერეირას გოლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმიც მოიგეს.
ანგარიშის გათანაბრება „არსაენალმა“ 70-ე წუთზე, საკას ზუსტი პენალტით შეძლეს, ორ წუთში კი ნკეტიამ გუნდი წინაც გაიყვანა.
83-ე წუთზე „ფულემი“ 10-კაციანი დარჩა, როცა მეორე ყვითლის გამო მოედნიდან ბეისი გააძევეს, თუმცა ამის მიუხედავად, სტუმრებმა ანგარიში 87-ე წუთზე გაათანაბრეს და „არსენალს“ მნიშვნელოვანი ორი ქულა ამოაცალეს ჯიბიდან.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაშიც სენსაცია მწიფდებოდა - მე-4 წუთისთვის „მან იუნაიტედი“ შინ „ნოტინგემთან“ 0:2-ს აგებდა, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და 3:2 მოიგო.

მანკუნიანელთა რიგებში გოლები ერიკსენმა, კაზემირომ და ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანეს.