დემჩენკო აზაროვზე: "სათამაშო სტილით ჟორდი ალბას ჰგავს"
ბათუმის "დინამოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში დონეცკის "შახტარის" ახალწვეულის ირაკლი აზაროვის შესახებ ისაუბრა.
უკრაინელმა მწვრთნელმა ქართველი ფლანგის ფეხბურთელი დაახასიათა და მის დადებით თვისებებთან ერთად, მინუსებზეც ისაუბრა.
"ეს არის შემტევი ტიპის მარცხენა მცველი. ძალიან სწრაფი და ტექნიკური. სათამაშო სტილით ჟორდი ალბას ჰგავს. მას შეუძლია არატრადიციულად მეტოქის საჯარიმოში თამაში.
მისი პლიუსი ინდივიდუალური ტექნიკური უნარებია. არ ეშინია მეტოქის მოტყუებაზე თამაში. მას შეუძლია ადვილად მოატყუოს ერთი ან თუნდაც ორი მოწინააღმდეგე. ის არის მემარცხენე, მაგრამ მას შეუძლია არა მხოლოდ საჯარიმოში გადაცემის გაკეთება, არამედ ფლანგიდან ცენტრში შეწევა და მარჯვნიდან კარისკენ დარტყმა.
რა თქმა უნდა, შეტევაში წასულ მცველს უკან დაბრუნების დრო ყოველთვის არ აქვს. ვინაიდან ირაკლი ყველა შეტევაში ერთვება, მას ცენტრალური მცველმა ან საყრდენმა ნახევარმცველი უნდა დააზღვიოს. ვფიქრობ, მწვრთნელი გაერკვევა, როგორ აანაზღაუროს ამ მხრივ მისი ნაკლოვანებები.
ვფიქრობ, რომ აზაროვი შახტარის მწვრთნელს ძალიან გამოადგება. დონეცკელები ახლა ნიდერლანდულ სტილით თამაშობენ, რაც ბურთის მუდმივ ფლობას გულისხმობს. ქართული უნდა მოერგოს ამ მოდელს. “, - განაცხადა დემჩენკომ.