კვარაცხელიამ შესაძლოა ნაპოლისთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაახანგრძლივოს - ფეხბურთელის აგენტი უკვე ნეაპოლშია
"ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კლუბთან თანამშრომლობა უახლოეს მომავალში გაახანგრძლივოს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელის აგენტი უკვე ჩავიდა ნეაპოლში ახალი კონტრაქტის პირობების განსახილველად.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" ხელმძფვანელობა მზადაა, კვარაცხელიას ბონუსები დაუნიშნოს რომლის მიხედვითაც ფეხურთელის ხელფასი 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება. წყარო ასვეე წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოსიმენი კონტრაქტს გაახანგრძლივებს და მისი ანაზღაურება 10-12 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ქართველი შემტევის მოთხოვნაც გაიზრდება.
აგენტის მთავარი მიზანი კვარაცხელიას ხელფასის გაზრდა იქნება. ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 1,4 მილიონი ევროა.
ხვიჩა ნეაპოლიტანურ კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა და მასთან ერთად სერია A-ს ჩემპიონი გახდა, ქართველის მოქმედი ხელშეკრულება "ნაპოლისთან" 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.