ავტორიზაცია

VIDEO: დაუვიწყარი მატჩი დე ლა კერამიკაზე - ბარსელონამ ვილიარეალი უხვგოლიან თრილერში დაამარცხა

თარიღი 27 Aug 2023, 21:40
პრიმერა დივიზიონის მე-3 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ვილიარეალი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „დე ლა კერამიკაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

პირველ 15 წუთში „ბარსამ“ გავის და დეიონგის გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 26-ე და 40-ე წუთებზე გატანილი გოლებით შეძლეს.

50-ზე „ვილიარეალი“ ბაენას გოლით წინ გავიდა, თუმცა 68-ზე ფერან ტორესმა ანგარიში გაათანაბრა, 71-ზე კი რობერტ ლევანდოვსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და ხავის გუნდს ურთულესი საბრძოლო გამარჯვება მოუტანა.

განსაკუთრებით გამოსარჩევია „ბარსას" 16 წლის შემტევის, იამინ ლამალის თამაში, რომელმაც შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და დიდებული შთაბეჭდილება დატოვა. 

3 ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 7 ქულა დაუგროვდა და ლიდერ „რეალს“ 2 ქულით ჩამორჩება.