VIDEO: დარვინის სახელობის სასწაული ლივერპულისგან - კლოპის გუნდმა 10 კაცით ნიუკასლს მატჩი შემოუტრიალა
პრემიერ ლიგის მე-3 ტურში „ლივერპულმა“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ სასწაული ჩაიდინა.
კლოპის გუნდი „ნიუკასლს“ ეწვია და გამარჯვება მძიმე ბრძოლაში, 10 კაცით, 2:1 მოახერხა.
25-ე წუთზე გორდონმა „ნიუკასლი“ დააწინაურა, 28-ზე კი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ვირჯილ ვან დეიკი გააძევეს, რის გამოც კლოპს ლუის დიასის მოხსნა და ჯო გომესის გამოყვანა მოუწია.
მიუხედავად კაცნაკლულობისა, მეორე ნახევარში „ლივერპულმა“ შეუძლებელი შეძლო და 2 გოლი გაიტანა. დარვინ ნუნიესმა 81-ე წუთზე ჯერ ჟოტას პასით ანგაარიში გაათანაბრა, 90+3-ზე კი სალაჰის გადაცემის შედეგად თავის გუნდს ურთულესი 3 ქულა მოუტანა.