ხვიჩას დაბრუნება ასისტით და დაგეგმილი გამარჯვება - ნაპოლის 2-დან 2
სერია ა-ს მე-2 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში „სასუოლო“ დაამარცხა.
შეხვედრა „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მე-16 წუთზე ანგარიში ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
51-ზე მაქსიმ ლოპესის გაძევების გამო სტუმრები 10 კაცით დარჩნენ და 60-ზე მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც რასპადორიმ დაარტყა და ვერ გაიტანა.
თუმცა, მალევე მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა და შესვლიდან 3 წუთში ულამაზესი საგოლე გადაცემით ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა.
ამრიგად, „ნაპოლიმ“ ზედიზედ მე-2 შეხვედრა მოიგო და „ვერონასთან“ და „მილანთან“ ერთად ჯერჯერობით ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ორივე მატჩი მოგებული აქვს.