ავტორიზაცია

რუდი გარსია: "სჯობდა, კვარა მოედანზე მაშინ გამოსულიყო, როცა მეტოქეები დაიღლებოდნენ'"

რუდი გარსია: "სჯობდა, კვარა მოედანზე მაშინ გამოსულიყო, როცა მეტოქეები დაიღლებოდნენ'"
თარიღი 28 Aug 2023, 02:43
სერია A-ს მე-2 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში „სასუოლო“ დაამარცხა.

შეხვედრა „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„კვარას ძალიან რთული მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდა, 12 დღე გაუცდა, 5 კვირიდან მხოლოდ ორი კვირა შეძლო მუშაობა, დღეს უკეთესი იყო, რომ მეორე ტაიმში ჩამერთო თამაშში, როდესაც მეტოქეები დაღლილები იქნებოდნენ. ",- თქვა რუდი გარსიამ.