Tuttosport: უახლოეს დღეებში ნაპოლი კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებას შეეცდება - ხელშეკრულების პირობები ცნობილია
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, "ნაპოლი" უახლოეს მომავალში ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებას შეეცდება.
წყაროს ცნობით, ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი და ქართველი გარემარბი ხელფასის სახით 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუდი გარსიას გუნდმა სერია A-ს მეორე ტურში "სასუოლო" 2:0 დაამარცხა.
კვარაცხელია შეხვედრაში 61-ე წუთზე ჩაერთო და აქედან სამ წუთში დი ლორენცოს საგოლე გადაცემა გაუკეთა.