ავტორიზაცია

რამდენი უჯდება აიაქსს გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი?

რამდენი უჯდება აიაქსს გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი?
თარიღი 28 აგვ 2023, 21:55
ნიდერლანდური გამოცემა de Telegraaf-ის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი „მეციდან“ „აიაქსში“ - დროის ამბავია.

უახლოეს პერიოდში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.

„აიაქსმა“ ფრანგულ კლუბს მაქსიმალური შეთავაზება გაუკეთა, 15 მილიონი მოჭრილად და 5 მილიონი ევრო - სხვადასხვა ბონუსებით.

თუმცა, „მეცმა“ ამსტერდამელებს კონტრშეტევაზებით მიმართეს და 17 მილიონი ევრო მოჭრილად მოითხოვეს, 3 კი - ბონუსებით.

როგორც ჩანს, სწორედ ამ უკანასკნელ ვარიანტზე შეთანხმდებიან მხარეები უახლოეს პერიოდში.