ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: რომელუ ლუკაკუ იტალიის სერია ა-ში ბრუნდება

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: რომელუ ლუკაკუ იტალიის სერია ა-ში ბრუნდება
თარიღი 28 აგვ 2023, 22:34
„ჩელსიმ“ და „რომამ“ რომელუ ლუკაკუს იჯარის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბები ტრანსფერის დახურვასთან ერთ ნაბიჯში არიან.

ბელგიელი თავდამსხმელი იტალიის დედაქალაქში ერთწლიანი „მშრალი“ იჯარით გადავა, ანუ „რომას“ ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა არ ექნება.

ერთწლიანი იჯარა იტალიურ გუნდს 5 მილიონი ფუნტი დაუჯდება, თავად ფეხბურთელი კი ხელფასის დაკლებას დათანხმდა და 12-ს ნაცვლად ამ ერთ სეზონში 6 მილიონ ფუნტს მიიღებს, რომელსაც მას მთლიანად „რომა“ გადაუხდის.