ალ-იტიჰადი ლივერპულის მცველით ინტერესდება
ჯო გომესი შესაძლოა გახდეს „ლივერპულის“ მორიგი ფეხბურთელი, რომელიც საუდის არაბეთში წავიდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ალ იტიჰადმა“ ინგლისელი იმ ფეხბურთელების შორტ-ლისტში შეიყვანა, რომლითაც დაცვის გაძლიერებას ისურვებდა. კლუბის მენეჯერებს მისი უნივერსალურობა მოსწონთ.
თუმცა, „ლივერპული“ არ არის დაინტერესებული იმით, რომ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გაყიდოს.
„ლივერპულიდან“ ამ ზაფხულს საუდის არაბეთში ფაბინიო, ჯორდან ჰენდერსონი და რობერტო ფირმინო გადავიდნენ.