კიდევ ერთი ქართველი იტალიაში - საბა საზონოვი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს

Di Marzio-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა საზონოვი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, საზონოვმა შეთანხმებას სერია ა-ს წარმომადგენელ "ტორინოსთან" მიაღწია და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, რომ "დინამო მოსკოვის" მცველის შეძენით სხვა ევროპული გუნდებიც ინტერესდებოდნენ.
საზონოვის გარდა, იტალიის სერია ა-ში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.