4 კლუბი, რომელსაც მიქაუტაძემ აიაქსის გამო უარი უთხრა

შეთანხმება მიღეულია და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს.
არადა, მთელი ზაფხულის განმავლობაში მიქაუტაძის მომავალს სხვადასხვა ევროპულ გუნდებს უკავშირებდნენ.
ჰოლანდიური გამოცემის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა "აიაქსის" გამო უარი 4 გუნდს უთხრა.
ბოლო კვირების განმავლობაში მისი შეძენით "რენი", "ტოტენჰემი", "მილანი" და და "ლიონი" ინტერესდებოდნენ, ქართველმა კი "აიაქსი" არჩია.