ავტორიზაცია

ბარსელონა ფელიქსის შეძენას უახლოეს 48 საათში შეეცდება

ბარსელონა ფელიქსის შეძენას უახლოეს 48 საათში შეეცდება
თარიღი 30 Aug 2023, 12:26
"ბარსელონა" აქტიურად მუშაობს მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის ჟოაო ფელიქსის შესაძენად.

პორტუგალიელმა დიდი ხანია გადაწყვიტა "ატლეტიკოს" დატოვება და "ბარსელონა" მისთვის საოცნებო ვარიანტად რჩება. 

23 წლის მოთამაშის მიმართ ინტერესს კატალონიური გრანდი იჩენს, თუმცა დაბრკოლება იგივე რჩება - "ბლაუგრანას" ფინანსური სირთულეები. 

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" ყველა შესაძლო ძალისხმევას გამოიყენებს ფელიქსისთვის ხელშეკრულების წარმატებით დასასრულებლად 48 საათის განმავლობაში. 

კლუბის ხელმძღვანელობა შეეცდება მოძებნოს გამოსავალი, რათა დარჩეს ფინანსური სამართლიანი თამაშის ფარგლებში.

ცნობილია, რომ ჟოაო ფელიქსი საუდის არაბეთიდან წინადადებებს განიხილავს, თუ "ბარსელონაში" გადასვლას ვერ შეძლებს.