ფოტო: საბა საზონოვი იტალიურ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გადის

მოსკოვის „დინამოს" და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი კარიერას „ტორინოში" გააგრძელებს.

კლუბებმა სამ მილიონ ევროდ შეთანხმებას მიაღწიეს, ამ წუთებში, საბა ტურინში სამედიცინო შემოწმებას გადის, რის ფოტოსაც სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო აქვეყნებს.
