ისტორია დაიწერა! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო 16 გუნდშია
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ილია ზუროსის გუნდმა პირველი ორი მეოთხედი იმდენად დამაჯეეებლად მოიგო, ამ შეხვედრის შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემით მიითვალა.
ასევე გამორჩეული იყო გოგა ბითაძე, ქართველმა ცენტრმა 11-11 ქულა და მოხსნა მიითვალა. შესაბამისად ორმაგი დუბლით კაბო-ვერდეს შემდეგ ვენესუელასთანაც გამოირჩა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.
მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრები ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.