ავტორიზაცია

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაა - ვინ რომელ კალათში მოხვდა?

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაა - ვინ რომელ კალათში მოხვდა?
თარიღი 31 Aug 2023, 01:12
დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

როგორც ყოველთვის, მონაწილე 32 გუნდი ოთხ სხვადასხვა კალათში განთავსდა, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში იქნებიან გადანაწილებულები.

ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ერთ კალათში მყოფი გუნდები და ასევე ერთი ქვეყნის წარმომადგენლები.

პირველ კალათში ევროტურნირების გასული სეზონის ჩემპიონები და ტოპ-ჩემპიონატების გამარჯვებული გუნდები მოხვდნენ, დანარჩენი კალათები კი უეფას რეიტინგის მიხედვით გადანაწილდა.

პირველი კალათა: მან სიტი, სევილია, ბაიერნი, ბარსელონა, პსჟ, ბენფიკა, ნაპოლი, ფეიენოორდი

მეორე კალათა: რეალი, ინტერი, დორტმუნდი, ატლეტიკო, პორტუ, ლაიფციგი, მან იუნაიტედი, არსენალი

მესამე კალათა: შახტარი, ზალცბურგი, მილანი, ბრაგა, პსვ, ლაციო, ცრვენა ზვეზდა, კოპენჰაგენი

მეოთხე კალათა: იანგ ბოიზი, სოსიედადი, გალათასარაი, სელტიკი, ნიუკასლი, უნიონ ბერლინი, ანტვერპენი, ლანსი.