ოფიციალურად: საბა საზონოვი ტორინოს ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველი საბა საზონოვი "ტორინოს" ფეხბურთელია.
ტრანსფერი ოფიციალურად იტალიურმა გუნდმა დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ მოსოოვის "დინამო" საზონოვის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს.
ამ ტრანსფერის შემდეგ სერია A-ში უკვე სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე) და საბა საზონოვი (ტორინო).
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ვილი სანიოლმა სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გამოიძახა.